ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაპონიის მთავრობამ შსს-ს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა

იაპონიის მთავრობამ საქართველოს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  შსს-ში ამბობენ, რომ იაპონიის მიერ საჩუქრად გადმოცემული ავტომობილები  თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

ცნობისთვის, 2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას.

გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია Mitsubish-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 96 ავტომობილი შეიძინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომანქანები საპატრულო პოლიციასა და სხვადასხვა დეპარტამენტს გადაეცა.

იტვირთბა....