ახალი ამბები მთავარი სამართალი

სანკტ-პეტერბურგში დაკავებული ქართველი ვალერი მელნიკოვია

რუსული ინტერნეტ-გამოცემა “ფონტანკას” ინფორმაციით, სანკ-პეტერბურგში საიუვილერო მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული ქართველი 45 წლის ვალერი მელნიკოვია. ის ბათუმიდანაა.

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბეს, რის შემდეგაც სალონიდან ოქროულობა და ძვირფასი ნივთები გაიტანეს. ამის შემდეგ პოლიციასა და ბოროტმოქმედებს შორის ორმხრივი სროლა დაიწყო. ორი ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა. აქედან ერთ-ერთი სწორედ მელნიკოვია.

იტვირთბა....