ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტმა საზოგადოებრივ მაუწყებელში საწვავის ხარჯვაზე ხარვეზები გამოავლინა

საზოგადოებრივ მაუწყებელში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ კონტროლის მექანიზმებში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ პერიოდში ავტომობილების გარკვეულ ნაწილზე მწყობრიდან იყო გამოსული ოდომეტრები, არ იყო დადგენილი თითოეული ავტომობილის მიხედვით საწვავის წვის ნორმა.

“GPS სისტემის მონაცემებით, საწვავის ხარჯვის ოდენობა არ ედრება ფაქტობრივად ჩამოწერილ საწვავის ოდენობებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საწვავის ხარჯვაზე არსებული კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებას, შესაბამისად, არსებობს საწვავის არამიზნობრივად მოხმარების რისკი.

არცერთ ავტომობილზე არ არის დადგენილი საწვავის წვის ნორმა, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს ესა თუ ის ავტომობილი 100 კილომეტრის გავლისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საწვავის ხარჯვის კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებას. შესაბამისად, არსებობს საწვავის არამიზნობრივად მოხმარების რისკი“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, საწვავის ხარჯვაზე სრულყოფილი კონტროლის მიზნით, უზრუნველყოს თითოეულ ავტომობილზე წვის ნორმების დადგენა, ხოლო გავლილ მანძილებთან მიმართებაში დანერგოს ელექტრონული ფორმით დროული და სრული აღრიცხვა.

იტვირთბა....