კანარის კუნძულებზე საქართველოს 19 წლის მოქალაქე პასპორტის გაყალბებაშია ეჭვმიტანილი, ადგილობრივმა სამართალმდაცველებმა ის აეროპორტში დააკავეს.
მან სამართალდამცავებს სლოვაკეთის მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. ჩხრეკისას კი პოლიციამ მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი უპოვა.
ახალგაზრდა ბიჭმა ესპანეთის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი ვერ წარადგინა, ამიტომ ის პოლიციამ დააკავა.