ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ren.tv-ის ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტ პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენებას აკრიტიკებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ოჯახთან ერთად საიდუმლოდ იმყოფებოდა მალდივის კუნძულებზე, რაც მას ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა. ამასთან, მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკომ ქვეყანა ყალბი საბუთებით დატოვა.