ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე “მეტრონომთან” საუბარში, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის შესაძლო, მონაწილეობაზე საუბრობს. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით საქმე იმდენად ცუდად აქვს, რომ მარგველაშვილის მსგავსი სუსტი კანდიდატისაც კი ეშინია. ლაგაზიძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში მის წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან ატეხილი ისტერიკა, სწორედაც, რომ ამაზე მეტყველებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტი საკმაოდ სუსტი კანდიდატია და ის დიდი ალბათობით მეორედ კენჭს აღარ იყრის.
“ბოლო რამდენიმე დღეა ჩანს, რომ მმართველ გუნდს, მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის ეშინია. მასზე ამ დღეებში მიზანმიმართული თავდასხმები, სწორედაც, რომ ამას გულისხმობს. მმართველ გუნდს, ფაქტია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებში საკმაოდ დიდი გაჭირვება აქვს და მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია სწორედაც, რომ ამის მანიშნებელია.
“ოცნებას” ავტორიტეტული და მორჩილი კანდიდატის წამოყენების რესურსი არა აქვს. ამიტომაც მარგველაშვილის ფატქორით შეშფოთებულები არიან. სხვაგვარად როგორ შეიძლება მოქმედი პრეზიდენტის აქტიურობით შეშინდე.
მარგველაშვილს 4 წლის განმავლობაში ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ის ხელმეორედ პრეზიდენტობას იმსახურებდეს. მას უზარმაზარი შანსი ჰქონდა, რომ რეალურად პოლიტიკური პროცესების ღერძი ყოფილიყო. მან ხელიდან იმის შანსი გაუშვა, რომ არსებული ხელისუფლების ალტერნატივა შეექმნა. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მეორედ ის ამ შანს აღარ იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სიმწირეა, მას ამ პირობებში ხელმეორედ გამარჯვება გაუჭირდება”,-განაცხადა ლაგაზიძემ “მეტრონომთან”