საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელი სამართალდამცველები მისი პარტიის აქტივისტების სახლებში ჩხრეკას ატარებენ. სააკაშვილი ამ ფაქტს, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ ფლეშმობს უკავშირებს.
„აქტივისტების ჯგუფი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფლეშმობს აწყობს, პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე მოგზაურობასთან დაკავშირებით. ის, რომ დღეს სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ, ეს პასუხია ამ აქციაზე. ძალიან ნერვიულობენ ამ აქციის გამო, ვინაიდან მართლები არ არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.