ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება, „ოცნება“ მის ირგვლივ „მიწას დაწვავს“

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“  გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო,  მონაწილეობას აფასებს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მარგველაშვილის მიმართ განსაკუთრებული შფოთი და არაადეკვატური ქმედებები ჩანს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ „ოცნებას“ მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების  ეშინია და ბოლო დროს, მის წინააღმდეგ საკმაოდ ბინძური ბრალდებებიც დაიწყეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ის ბრალდებებია, რომელიც სანდრო გირგვლიანის  საქმესთან დაკავშირებით მარგველაშვილს დააბრალეს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ  პრეზიდენტის დადანაშაულება ამ საქმეში ყველაზე წარმოუდგენელი იმ ადამიანების მხრიდან არის, რომლებიც იმ დროს,  პროკურატურაში მუშაობდნენ და ამ საქმის ირგვლივ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებიათ და პირიქით, მათთან შეხმატკბილებულად მუშაობდნენ.

„მმართველ გუნდში მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარმოდგენისაც კი იმდენად ეშინიათ, რომ აბსურდ ბრალდებებს უყერებენ. მარგველაშვილი იმ დროს ჩვენთან ერთად იბრძოდა და სამართლიან გამოძიებას ითხოვდა. მან ამის გამო, სამსახურიც კი დაკარგა. ეს არის ერთი მხარე, რის გამოც „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ასეთი შფოთი მოჰყვა. თუმცა ასევე, არსებობს მეორე მხარე. ამ ადამიანებს თავისი მოკლე ჭკუით ჰგონიათ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ.

თუმცა, რეალობა სულ სხვანაირია, არ მგონია, რომ მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება საერთოდ გადაწყვეტილი ჰქონდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალაუფლება მისთვის უფრო ტვირთია ვიდრე პრივილეგია. მას როგორც პოლიტიკოს შეზღუდვები აქვს და ყველაფერს პირდაპირ ვერ პასუხობს. მისთვის ყველაზე კომფორტული საზოგადოებრივი ტრიბუნაა და ყველანირად ცდილობს ამ პლათფორმაზე გადაინაცვლოს. თუმცა პოლიტიკურმა მოვლენებმა მას ამისკენ უბიძგოს. ზუსტად „ქართული ოცნების“ უგუნურმა ისტერიკამ, შეიძლება, ის იძულებელი გახადოს, რომ პოლიტიკურ პროცესში დარჩეს“,-აცახდებს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

მისივე თქმით, მარგველაშვილის შანსები ძალიან მცირეა. ხუხაშვილი ამის მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს.  ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საზოგადოებას მარგველაშვილი კი მოსწონს, თუმცა მას ნდობის მომენტი არა აქვს, რომ ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში ის რამის გაკეთებას შეძლებს. ხუხაშვილი ამბობს, რომ სამწუხარდო მარგველაშვილის განვლილი 5 წელი მოსახლეობას იმედს ვერ აძლევს. მეორე მიზეზად კი ანალიტიკოსი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ მარგველაშვილის  ირგვლივ ხელისუფლება „მიწას დაწვავს“ და მაქსიმალურად ეცდება, რომ ადამიანური რესურსი გამოაცალოს.

„მარგველაშვილმა ამ დრომდე საკუთარი პოლიტიკური გუნდი ჩამოყალიბება ვერ შეძლო. აღარაფერს ვამბობ სხვა ტიპის რესურსების გამოცლაზე. შესაბამისად ამ ყველაფრის გარეშე, ასეთ რთულ ბრძოლაში შესვლა მარგველაშვილის მხრიდან წარმოუდგენლად მეჩვენება. მას საზოგადოების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა არა აქვს.

რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალების საქმეზე გამოტანილ განაჩენს, მარგველაშვილმა სრულიად სწორი და საღი განცხადება გააკეთა. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა რაც დააშავა მას იმაში არ ედავებიან. კი მესმის, რომ არც ამ საქმეში არ არის მართალი, მაგრამ მას ბევრად მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. მეორეც,  სააკაშვილის გარდა გირგვლიანის  საქმეში სხვა ბევრი დამნაშავეა, რომლებიც არ ჩანან.

სად არის ამ საქმის მოსამართლე მურუსიძე?- სასამართლოში. სად არის ამ საქმის პროკურორები, რომლებმაც გაუნახევრეს სასჯელი?- პროკურატურაში. სად არის მაშინდელი ციხის უფროსი, რომლის დროსაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები სახლში დადიოდნენ?-თავისუფალია და ბარლი არავის წაუყენებია. აი ეს თქვა მარგველაშვილმა და მისი ნათქვამის დამახინჯება და ინტეპრეტაცია მოხდა“,-განაცხადა ხუხაშვილმა „მეტრონომთან“.

იტვირთბა....