გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 თებერვალს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ნალექი შეწყდება.
2 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან -3, -5, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -10 გრადუსამდე დაეცემა, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი. 2 თებერვალს დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.