aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ტუღუში: „როდესაც ქვეყანაში კრიმინალი იზრდება, ეს ბავშვებზეც აისახება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში „მეტრონომთან“ საუბრისას არასრულწლოვნებში დანაშაულის ზრდის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და არასრულწლოვნებში დანაშაულის შესამცირებლად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების აქტივობებში უნდა იყვნენ ჩაბმულები.

„სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა არ მიმაჩნია, გამოსავალი იყოს. 2005 წელს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე ასაკობრივი ზღვარი 12 წელზე ჩამოვიდა, მაგრამ ამას სიტუაციის არსებითი გაუმჯობესება არ მოუტანია. ვინც იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 12 ან 13 წლამდე დაწიო, ეს მისაღები გზა არ არის.

რაც შეეხება, ზოგადად, არასრულწლოვნებთან მუშაობას, აქ ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს. პრევენციის კუთხით, ჩვენი სტრუქტურები ვერ მუშაობენ, ეს ეხება სამართალდამცავებსა და საგანმანათლებლო სისტემას. ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულს არასათანადო რეაგირება მოყვება-ხოლმე. ჩვენ ბოლო წლებში ლიბერალიზაციის გზით მივდივართ. იგივე, როდესაც არასრულწლოვნებმა დანაშაულს ჩაიდენენ მაშინ, როდესაც მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მათ მიმართ ამოქმედდა განრიდების, მედიაციის პროგრამები და ამან ძალიან კარგი შედეგები გამოიღო.

თუმცა, ქვედა ასაკთან არის ჩავარდნა. ხელისუფლებას მოსაფიქრებელი აქვს რა მექანიზმებით იმუშაოს. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც გასაზიარებელია. როდესაც ქვეყანაში კრიმინალის დონე იზრდება, ეს ბავშვებზეც აისახება. ბრძოლა კრიმინალთნ იწყება ქვედა დონიდან. ახალგაზრდები ჩაბმულები უნდა იყვნენ ჯანსაღ აქტივობებში. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური დონეც ხელს უწყობს კრიმინალის მატებას. ერთადერთი და რაციონალური გამოსავალია, რომ ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პროგრამები დაინერგოს, თორემ ციხე ამ საქმეს არ შველის“, – განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ორი მეთორმეტეკლასელი დაჭრეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გახშირდა 14-წლამდე ასაკის მოზარდების მიერ დანაშაულების ჩადენა. კანონი კი 14-წლამდე მოზარდის დაჭერას არ ითვალისწინებს.

იტვირთბა....