ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

დღეს სასამართლოზე შეეცდებიან საბოლოოდ ჩამომართვან უკრაინაში ყოფნის სტატუსი

საქართველოს მესამე მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე სასამართლო პროცესის შესახებ წერს, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. მისი თქმით, საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ მას უკრაინაში კანონიერად ყოფნის სტატუსს ჩამოართმევენ.

“10 საათიდან მოსკოვის ქუჩაზე კვლავ სასამართლო პროცესი მაქვს. დღეს სასამართლოზე შეეცდებიან საბოლოოდ ჩამომართვან უკრაინაში კანონიერად ყოფნის სტატუსი. კანონის დარღვევით, გაფრთხილების გარეშე ჩვენ კვლავ ახალი მოსამართლეები დაგვინიშნეს. როგორც ჩანს, წინა მოსამართლეებს ხალხის შეეშინდათ და მათ ნაცვლად ახლა სხვები იპოვნეს, რომლებიც მზად არიან დანაშაულებრივი ბრძანებები შეასრულონ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....