სს ”საქართველოს რკინიგზა” მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს:
“ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული. გავრცელებულლი ინფორმაციით, სარკინიგზო მონაკვეთზე რამდენიმე ხე წაიქცა. ხაშურში ძლიერი თოვაა. უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა ბათუმი-თბილისის მატარებელსაც.