ორივე დაჭრილი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა. ამას სკოლის დირექტორი, მიხეილ ჩიკვილაძე ადასტურებს. მოზარდები საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს.
„ორივე მოზარდი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ისინი გამოირჩევიან კარგი დისციპლინით, აქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ. შემთხვევა სკოლის ტერიტორიზე არ მომხდარა, რადგან შვიდ საათზე სკოლაში არავინ არის. მშობლებისგან გავიგე, რომ დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე“,- აღნიშნა დირექტორმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.