ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ40 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო აღნიშნული გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

იტვირთბა....