თბილისში, ავჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, ამიტომ უწყების ცნობით, გამოძების პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.