თბილისის 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირად საუბარში ერთ-ერთი დაჭრილის ახლობელმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, შემთხვევამდე დაზარალებული რეპეტიტორთან მიდიოდა.
ახლობლისთვის ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა აღნიშნავს, რომ მოზარდებს რამდენიმე პირი დახვდა და მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.