aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სადახლოსა და სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტებია აღმოჩენილი.

“22 – 29 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“  და ,,სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და  საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (5.977 გრამი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, – ნათქვამია ფინანსთ სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....