გერმანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ეფერბახში 22 და 25 წლის მამაკაცები დააკავეს. მათ სუპერმარკეტიდან 574 ევროს ოდენობის კბილის ჯაგრისები გამოიტანეს.
გამომძიებლების მტკიცებით, აღნიშნული პირების შემოსავლების წყარო სისტემატიური ქურდობა იყო. დაკავებისას საქართველოს მოქალაქეებს ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს.