ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლესა და სიდედრის ცემაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მეუღლისა და მეუღლის დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული ვ.შ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ  2017  წლის  3 დეკემბერს  ვ.შ-მ  არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის დედას  დ.ბ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მ.ჩ-ს  ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია.  წაქცევის შედეგად მ.ჩ-მ თავი დაარტყა და  ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.  ასევე  ვ.შ-მ   ხელი ჰკრა დ.ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა  მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ  ვ.შ-მ ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და  გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ვ.შ.-ს ქმედებით მ.ჩ-მ და დ.ბ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
სამართალდამცველებმა ვ.შ. 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ  ვ.შ. სრულად  სცნო  დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  1  წლით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტვირთბა....