პარლამენტის გარემოს დაცვისადა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ზაზა ხუციშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ივანიშვილი ხეში იხდის საბაზრო ფასს და აკეთებს ძალიან დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომლითაც ყველა ადამიანი ისარგებლებს.
“ხის მოჭრას რას გულისხმობთ, ეს ხეები, როგორც ვიცი, იხდის საბაზრო ფასს, გადააქვს და აკეთებს ძალიან დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომლითაც ყველა ისარგებლებს. აქ ხის გაჩეხვაზე არაა საუბარი.
რაც შეეხება ხით სარგებლობას, აი, ახლა ახალი რეგულაციები შემოდის, ძალიან საინტერესო, 2-3 დღეში გაეცნობით ყველა. საერთოდ, საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია.
კონკრეტულად ამ ხეების გაჩეხვაზე არ მაქვს ინფორმაცია, ამ სოციალურ ქსელებში ნახევარზე მეტი ჭორი. გავერკვევი ამ საკითხში. მე ასეთი ინფორმაცია, რომ სხვა ხე შეეწირა მაგ გადატანას არ მქონია და ამას გავარკვევ. უნებართვოდ გაჩეხილი ხეებზე აუცილებლად უნდა იყოს რეაგირება, ვინც არ უნდა იყოს გამჩეხი”, – აცხადებს უმრავლესობის წევრს.