ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნარმანია პირველ რიგში შენ უნდა მიეცე პასუხისგებაში”: მეტროში დაშავებული ჟურნალისტი ჩივილს აპირებს

გუშინ მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი გიორგი საკარული, თბილისის მერს დავით ნარმანიას საჯაროდს მიმართავს და აკრიტიკებს. ჟურნალისტმა  ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ მერიამ დაშავებულებზე უნდა იზრუნოს, ყოფილი მერის კომენტარის შემდეგ კი საჯაროდ მიმართა დავით ნარმანიას.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მომხდართან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
მე და დანარჩენმა 13 ადამიანმა,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ! გვაინტერესებს ახლა ჩვენ ტენდერი ვინ მოიგო?

ჩვენი, მეტროში დაშავებული ადამიანების პრობლემა ნამდვილად არ არის ტენდერი ვინ და რომელმა კომპანიამ მოიგო! აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისიმგებლობა, რა თქმა უნდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიას, ხარისხის მართვის კოომპანიას ეკისრება.

გამოკვლევები გვიტარდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და მერე რა? იქნებ ზემოთ ხსენებული კომპანიებიდან ვინმე მოსულიყო და ეკითხა ჩვენი მდგომარეობა! მეტროში არ დავშავდით თუ რადგან საავადმყოფოში მოგვიყვანეს, მათზე პაასუხისმგებლობა არ ვრცელდება?

მეც და სხვებიც, მეტროში დავშავდით, დანარჩენი, ტენდერები,კონკურსები ჩვენი საქმე არაა!
აქვე დავამატებ, რომ ამ საქმეს საავადმყოფოს კედლებში არ დავტოვებ და ბოლომდე მივყვები!
სახლში გაწერის შემდეგ, მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს ვინ გაიღებს? მორალური, მატერიალური ანაზღაურება, ერთი კვირა სამსახურის გარეშე, ვინაა პასუხისმგებელი ჩემს ოჯახზე, ე. წ. კომპენსაცია, ვინ გაგვცემს პასუხებს?

ნარმანიას ურჩევნია თავი შეიკავოს უაზრო კომებტარებისგან, თორემ როგორი წესები იყო დაცული მეტროში ფაქტი სახეზეა. როგორ არ რცხვენია მსგავსი შინაარსის განცხადებებს რომ აკეთებს. ფურთხით მიწებებულ ჭერზე მეუბნება ყველანაირი წესების დაცვით მოხდა მეტროში სარემონტო სამუშაოებიო. გრცხვენოდეს! პირველ რიგში შენ უნდა მიეცე პასუხისგებაში”,-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

“მეტრონომთან” საუბარში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩივილს აპირებს.

იტვირთბა....