თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონში ძარცვის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები ბინებში სახურავიდან თოკების დახმარებით შედიოდნენ და სახლებს ისე ძარცვავდნენ.
პოლიციამ დამნაშავეებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მიაგნო.
ორივე მათგანი, სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.