ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეს იყო ხუმრობა, ზეწოლა არ ყოფილა”: მოწმე ჯარისკაც ბექა რუსიას ტელეფონში ნაპოვნ ვიდეოზე

მუჟავას საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას საქმე – ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებულ ფოტო-ვიდეომასალასთან დაკავშირებით კიდევ ორი მოწმე დაიკითხა. მთავარი კითხვები სკანდალურ კადრებს ეხებოდა, რომელიც რუსიას მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

რიგითმა, რომელიც მუჟავაში, რუსიასთან ერთად მსახურობდა, აღნიშნა, რომ კადრებში მოცემული მოქმედებები ხუმრობა იყო.
„ვიდეო მასალა ყველაფერი იყო ხუმრობა. არაფერ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წვევამდელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია ამბობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება.

მისი თქმით, პროკურატურაში მისვლამდე წვევამდელები რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო უწყებაში ჯარისკაცები პოლიციის მანქანით მივიდნენ.

„პოლიციაში არანაირი საქმე არ ჰქონდა პროკურატურის გამოძიებაში არსებულ საქმეზე დასაკითხ მოწმეებს. პოლიციის მიერ მათი მოყვანა კანონსაწინააღმდეგოა, არანაირ პროცესუალურ ნორმებში არ ჯდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა სასურველი შედეგების მისაღწევად,“ – აცხადებს რუსიებისოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.

რუსიები პროკურატურას რეალური დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ჯარისკაცი ნიკოლოზ რუბლევსკი მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

“ჯარისკაცი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, უზრუნველყოფის და დაცვის ბატალიონის დაცვის ასეულის მესამე ოცეულის მსროლელად მსახურობდა. ის 19 ივნისს მეორე საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს.”-აცხადებენ პრესსამსახურში.

იტვირთბა....