ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია სამშენებლო ხარისხის გასაკონტროლებლად ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს

დღეს თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს სამუშაოების ხარისხის გასაკონტროლებლად ახალი, შესაბამისი რეგულაციების შემუშავება დაავალა. მერის გაანცხადებით, დღეს არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ამიტომ ამ მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია. კალაძის თქმით, ამაზე კონკრეტულ სამსახურებს მუშაობა უკვეწ დაწყებული აქვთ და სრული სურათის წარმოდგენა 2 კვირაში  შესაძლებელი გახდება.

“ამის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ, „ვარკეთილის“ მეტროში მომხარი შემთხვევა, ასევე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც შევისწავლეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტული კომპლექსი, ბაღები და ა.შ. ცხადია, ამ მიმართულებით ცვლილებები გვჭირდება. ამ მიმართულებით სამსახურებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, უბრალოდ მინდა გთხოვოთ, დავაჩქაროთ და 10 დღეში – 2 კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი”, – თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მგზავრები დილის ექვსი საათიდან უკვე შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვება.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....