ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიცია კალაძეს და მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს

ვარკეთილის მეტრში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერს და რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში იბარებს. ოპოზიცია დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, თუ რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო მეტროში ჭერის ჩამონგრევა.

საგანგებო სხდომის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს საკრებულოს უმრავლესობა. მათი აზრით, პირველ რიგში არსებულ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.

 

იტვირთბა....