მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მგზავრები დილის ექვსი საათიდან უკვე შეუფერხებლად გადაადგილდებიან. ვარკეთილის მეტროში გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჭერის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟიც მოხდა, რადგან შესაძლოა მას მგზავრებისთვის საფრთხე შეექმნა.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ერთი სამართალდამცველია.