ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუგული მაღრაძე: „ბიუჯეტი 4 მილიარდი დოლარია და ყველაფერი ერთიანად ვერ იქნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სოციალურ თემებზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლითაც შეიზღუდა ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ა.შ.

“ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, ოღონდ ზუსტად ის, რაც მას შეუძლია და არ აკეთებს. არ უნდა ვუთხრათ რატომ არ არის პენსია 1000-1500 ლარი, რადგან ეს შეუძლებელია. თუმცა, ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ იმაში, თუ კი ბიუჯეტის შესაძლებლობა არ არის ისე გამოყენებული, როგორც საჭიროა. თუ ოჯახს არ აქვს შემოსავალი, საჭიროებების დაკმაყოფილება გაუჭირდება. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა და ყველაფერი მარტო ხელისუფლებაზე არაა-ხოლმე დამოკიდებული. ჩვენი ხელისუფლების დროს არის თავისუფლება და ადამიანს შეუძლია, თვისუფლად ისუნთქოს. თქვენ გგონიათ, რომ მარსზე ვცხოვრობთ და ჩემი ნათესავი ან მეგობარი გაჭირვებული არ არის? რამდენიც გინდათ იმდენია. ადამიანები ცდილობენ, რომ რაღაცები გააკეთონ. სიღარიბის დაძლევის ორი გზაა – მეტი ინვესტიცია და ხალხს ისეთი პროფესია ქონდეს, რომ ინვესტიციების მერე მუშაობა დაიწყოს.

ჩვენ ადამიანებს იმით შევუმსუბუქეთ ცხოვრება, რომ ჯანდაცვა უფასოა, სწავლებაში ბევრი მიმართულებაა, სადაც სტუდენტი ფულს აღარ იხდის, სოციალური პროგრამები გავზარდეთ და შესაძლებლობებიდან უნდა გამოხვიდეთ ხალხო, ბოლოსდაბოლოს, 4 მილიარდი დოლარია ქვეყნის ბიუჯეტი მეტი კი არა და ეს გზებსაც უნდა ეყოს, მოხუცებსაც უნდა ეყოს, სკოლებსაც უნდა ეყოს. ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული რაღაცები უნდა მოიკლოს ეს სხვა ამბავია და მე არ მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ასეთია, რომ ბევრი მოსაკლები ქონდეს. მე, მაგალითად, სულ არ მყავს ავტომობილი და ჩემი შესაძლებლობებით დავდივარ. ჩვენ ისეთ კანონებს ვიღებთ, რომლითაც შეიზღუდა ხარჯები, დანამატები და მე მესმის ადამიანების, მაგრამ ყველაფერი ერთიანად ვერ იქნება. მილიონერი და მდიდარი ვინცაა კიდევ ის ეხმარება, შეძლებისდაგვარად, ყველას. მე წინა პარლამენტში ვცდილობდი წინა პარლამენტში ქველმოქმედების შესახებ კანონი გამეტანა. ეს ნიშნავს, რომ ქველმოქმედი ადამიანს ქონოდა ცოტა მეტი შეღავათი გადასახადებში. თუმცა, ამ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდა.

წამყვანმა დეპუტატს პროდუქტებზე ფასების ზრდაზეც კითხა და მისი განცხადება გაახსენა, რაზეც გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ 10 ლარად კვლავ შესაძლებელია 4 ბოთლი ზეთის ყიდვა.

“ 2 და 90 ღირს ზეთი. დიახ, ასე ყიდულობენ. ცხადია აიწია ფასებმა, მაგრამ ეს არ არის ლოკალური მოვლენა. აშშ-ში წლების წინ 500 დოლარი იყო უდიდესი შემოსავალი. 10 დოლარად მუშაობდნენ ადამიანები. ფასები ყველგან იწევს. არის პროგრამები, როდესაც შეჭირვებულ ადამიანებს გამგეობები დენის საფასურს უხდის”, – განაცხადა მაღრაძემ.

 

 

იტვირთბა....