ორგანიზაციამ “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის” შიდა ქართლის მასშტაბით სკოლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა.
გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ სკოლებში ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც, გარემოს დამცველების თქმით, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის. ინფორმაციას სააგენტო “ქართლი”. ავრცელებს.
აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სკოლებში უსაფრთხოების ნორმების შემუშავებას აპირებენ, თუმცა როდის და რა მეთოდებით მოწესრიგდება სკოლების ქიმიური ლაბორატორიები, ამ დრომდე უცნობია.