ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ტყუილი აღმოჩნდა

სერიალ “სამეფო კარის თამაშების” მსახიობმა მეიზი უილიამსმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ინფორმაცია, თითქოს სერიალის ახალი სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა, ტყუილია.

მისი თქმით, პრემიერის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ, მის მიერ მიცემული ინტერვიუდან კონტექსტის დამახინჯებით იყო ამოღებული.

27 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონი 2019 წლის აპრილში გამოვა.

HBO-ს პროგრამების დირექტორმა, დეივ ბლოისმა განაცხადა, რომ სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონი დაწერილია. მისი თქმით, სერიალის ბოლო სეზონი უდიდესი მასშტაბის იქნება და ამიტომ, ჯერ-ჯერობით, უცნობია მოესწრება თუ არა მისი გამოსვლა 2018-ში თუ მაყურებელს 2019-მდე მოცდა მოუწევს.

იტვირთბა....