ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს გარდა ,,ყვარელრემშენმა“ რეაბილიტაცია ბაღებს და სკოლებს ჩაუტარა

კომპანია ,,ყვარელრემშენი“, რომელმაც ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა 1999 წელს არის დაფუძნებულ და მისი 100 % წილის მფლობელი და დამფუძნებელი გიორგი ჯოხარიძეა. კომპანიას წლების მანძილე არაერთ ტენდერში აქვს მონაწილება მიღებული და მოგებული. არის შემთხვევები, როდესაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერიდან დისკვალიფიცერებულია.

კომპანია ამჟამად მონაწილელეობას იღებს განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის 164 -ე საშუალო სკოლის რეაბილიტაციას ეხება. კომპანიამ გასულ წელს სარემონტო სამუშოები ჩაუტარა სოფლების გავაზის და ტიკაანის საბავშო ბაღებს და ჩანტლისყურის საჯარო სკოლას.

,,ყვარელრემშენს“ მოგებული აქვს ყვარლის კულტურის სახლის და საგანმანათლებლო და სამეცნიერი ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ტენდერი. ასევ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ღობის და აუზის რეაბილიტაციის ტენდერი. კომაპანია 2017 წელს დისკვალიფიცებული იქნა ტექნიკური დოკუმენტაციის გამოუმართაობის გამო სოხუმის სახელმწიფო უნივეტსიტეტიც ცენტრალუი გათბობის სისტების მონტაჟის ტენდერიდან და ასევ გარემოს დაცვისა დ ბუნერბირი რესურსების ავტოფარეხის მზიდი კონტრუქციის ტენდერიდან.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან  2-ს საოპერაციოდ ამზადებენ.   „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.

წყარო: “პირველი რადიო”

იტვირთბა....