ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს.

გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე: დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საკუთრების და სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ.

2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდა, რომელმაც აღნიშნული სტატისტიკა დღეს დილით საკუთარ ვებბვერდზე გამოაქვეყნა.

შსს-მ ორი წლის შემდეგ დანაშაულის სტატისტიკა პირველად გამოაქვეყნა.

იტვირთბა....