ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით ნარმანია: „კომპანია სატენდერო პირობებს აკმაყოფილებდა, სხვანაირად ვერ შეირჩეოდა“

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც „ვარკეთილის“ მეტროსადგური კეთდებოდა, სხვა სადგურების სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. თავად კომპანია არ მახსოვს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გააფორმა მასთან ხელშეკრულება. კომპანია სატენდერო პირობებს აკმაყოფილებდა, სხვანაირად ვერ შეირჩეოდა. მაშინ პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე მეტროსადგური კეთდებოდა, ეს ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიიდან უნდა აიღოთ. გამოძიებით უნდა დადგინდეს რასთან გვქონდა საქმე და მერე გაკეთდეს კომენტარი“, – აცხადებს ნარმანია.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემშენმა“ განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....