„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას ხაბეიშვილმა განაცხადა, რემონტი გაკეთდა 2017 წელს იმიტომ, რომ სადგური უსაფრთხო ყოფილიყო.
„თავის დროზე ვარკეთილის მეტრო თავიდან ბოლომდე იყო გარემონტებული. დავით ნარმანიას ადმინისტრაციამ თქვა, რომ ამ სადგურის შიდა სახურავი, რომელიც წინა მთავრობამ გააკეთა, არის საშიში და აალებადიო. ამის შემდეგ მერიამ გამოაცხადა ტენდერი, გააფორმეს კომპანიასთან ხელშეკრულება და 2017 წლის სექტემბერში გარემონტებული მეტროსადგური ნარმანიამ გახსნა. მეტროსადგური არ იყო უსაფრთხო და თითქოს ამიტომ გაკეთდა უსაფრთხო რემონტი, რამაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. ნარმანიას პატარ-პატარა ნაღმები აქვს დედაქალაქში დატოვებული“, – აცხადებს ხაბეიშვილი.
მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.