მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებული პირები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული.
დაცვის მხარემ მეტროს სადგურიდან ვიდეოკადრების გამოსათხოვად დრო ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. სხდომა 2 თებერვალს, 10 საათზე გადაიდო.