aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI-ის ხელმძღვანელი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მისი თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრება იყო და პირად გვერდზე დაწერილი აზრის გამო ბოდიშის მოხდა არ უნდა.

„მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ“, – განუცხადა ლორა თორნტონმა ტელეკომპანია „იმედს“.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

”გასულ ღამეს, “იმედის” ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, – წერდა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.

იტვირთბა....