დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესზე – საქმეზე დღეს პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე გიორგი კუპტაძე დაიკითხა. შს მოქმედმა თანამშრომელმა სასამართლოს წინაშე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძახებისთანავე მივიდა და დაინახა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც დაკავებულთა კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.
ბრალდების მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილზე მისულს, კოლეგებმა უთხრეს რომ მოხდა ორმხრივი სროლა და დაკავებული იყო შეიარაღებული ჯგუფი.
ბრალდების მოწმის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მშობლების ია მეტრეველისა და სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია.
რობაქიძემ კუპატაძეს მატყუარა უწოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეტრეველმა კი ზონდერი პოლიციელი უწოდა.
“მოწმემ გურამ დონაძის შეკითხვაზე – შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის სცენა ხომ არ დადგმულა, ხომ არ მომხდარა იარაღების ამოღების ხელმეორე გადაღება, ან ხომ არ მიუღია, მოუსმენია უკანონო დავალება ჩემი მხიდან მან ღიად თქვა, რომ ასეთი რამ არ გაუგია და არც პირადად მიუღია. სწორედ ამან გამოიწვია ქალბატონი იას და ბატონი სოსოს გაღიზიანება, მათ პროკურატურის მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”- აღნიშნა მიქაძემ.
ცნობისთვის, კუპატაძე არ არის პროკურატურის ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ შემთხვავის ადგილზე იარაღები სამართალდამცავებს არ მიუტანიათ.
გასულ კვირას დაიკითხა პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გიორგი კოპალეიშვილი. მან სასამართლოს წინაშე თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ხელახალი გადაღება არ მომხდარა.
მისივე თქმით, იარაღი რომელიც კადრებში ჩანს, დაკავებულთა ავტომობილიდან ამოიღეს.