ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას მოსახლეობა ისევ აპროტესტებს. მოთხოვნები მათ ამჯერად სახალხო დამცველსაც გააცნეს, მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მათი სიცოცხლისა და საკუთრების უფლება ირღვევა.
აქციაზე ომბუდსმენის ოფისთან ის ადამიანებიც მივიდნენ, რომელთაც 27-სართულიან კორპუსში ბინა უკვე ნაყიდი აქვს, შესაბამისად ადგილზე სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.
მანამდე ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. საუბარია კორპისის მშენებლობის ნებართვაზე, რომლის გადახედვასაც მერს კიდევ ერთხელ სთხოვენ. არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა 2018 წლის 15 იანვარს გასცა.
მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ. მათი თქმით, მშენებლობის უკან გარკველ პირთა პირადი ინტერესი იკვეთება.