ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნინო ლომჯარია: „მეტროსადგურში დაკავებულთგან ერთ-ერთს დაზიანებები აღენიშნება“

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ განსაკუთრებით დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების პრობლემატურობაზე. ჩვენმა წარმომადგენელმა წუხელ უკვე მოინახულა ორივე დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც ჩვენი წარმომადგენელი აღნიშნავს, ერთ-ერთს აღენიშნება დაზიანებები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანში“ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

“რაც როგორც თავად ამბობს, დაკავების დროს მიადგა. ჩემთვის ცნობილია, რომ დაკავება მოხდა ორი მუხლის საფუძველზე და მათ ბრალი წარედგინათ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, თუმცა როგორც წესი, ორივე მუხლი ხშირად ხდება ხოლმე პრობლემატური, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს შეკითხვებს, თუ რაში გამოიხატებოდა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობა. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით. მომხდარს ვუყურებთ არა ინდივიდუალურ ჭრილში, არამედ სისტემურად, რადგან დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გამოძიებას მივადევნებთ თვალყურს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან დაკავებულები.

იტვირთბა....