ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალი დეტალები სტამბოლში ქართველი ქალის მიერ მეგობარი მამაკაცის მკვლელობაზე

გამოცემა “მილიეტის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ 51 წლის მამაკაცმა 50 წლის ქალს 3 000 თურქული ლირა ასესხა, მკვლელობის ღამეს კი მასთან ფულის ასაღებად მივიდა.

საუბარია 27 იანვარს გავრცელებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მედიის ინფორმაციით, ქალსა და მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევის დროს ქალმა მამაკაცს იარაღი ესროლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ქართველი ქალის შვილმა შეატყობინა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილები აღმოაჩინა.

იტვირთბა....