პოლიციამ მეტროპოლიტენში ”თავისუფლების მოედანი” 2 პირი დააკავა. როგორც ირკვევა, დაკავებულები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) არიან ბრალდებულები. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედანზე” დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.