ახალი ამბები მთავარი სამართალი

უკანონო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართება

უკანონო მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით ომბუდსმენის ოფისთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, 2018 წლის 15 იანვარს, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, უკანონო მშენებლობად გამოცხადებული და შეჩერებული 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ხელახლა გასცა.

აღნიშნული კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს გამოაცხადა უკანონოდ.

ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია აპროტესტებს. მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ 2007 წელს მერიამ გასცა. მოსახლეობის ადოკატის თქმით, მშენებლობის უკან გარკვეულ პირთა პირადი ინტერესები იკვეთება.

იტვირთბა....