ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა

მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა.

„მე დამაკავეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოდით ტვერის მოედანზე. თქვენ ჩემთვის კი არა, თქვენთვის და საკუთარი მომავლისთვის გამოდიხართ“, – ამის შესახებ პოლიტიკოსი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ნავალნის ინიციატივით საპროტესტო აქციები იმართება. „ამომრჩეველთა გაფიცვა“, რომელიც ამომრჩევლებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციამ საპროტესტო აქციების 90-მდე მონაწილე დააკავა.

„ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებულია უფაში – სულ მცირე 28 ადამიანი. კემეროვოში დაკავებულია 15, ტომსკში – სულ მცირე 10, მოსკოვში – 8, სანკტ-პეტერბურგში – 7 ადამიანი“, – ნათქვამია უფლებადამცველი პორტალის „ოვდ-ინფოს“ განცხადებაში.

იტვირთბა....