ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დღეს რუსეთში ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, საპროტესტო აქციები იგეგმება

დღეს რუსეთში, ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. ოპოზიციის ლიდერი მოსახლეობას 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

აქციების ჩატარების უფლება ორგანიზატორებს ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში მისცა, თუმცა მოსკოვსა და პეტერბურგში მსვლელობის გამართვაზე უარი უთხრა.

საპროტესტი აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევისთვის ალექსეი ნავალნი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში სამჯერ გაასამართლეს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.

იტვირთბა....