ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზოიძე: უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა და ეს ყოველდღიურ რეალობად იქცეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ აუცილებელია გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა.

”უპირობოდ მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ბატონ გიორგი გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნარკორეალიზატორებთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში. ახალ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სწორად ამას ვგულისხმობთ, რომ სწორედ ასე უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა და ეს ყოველდღიურ რეალობად იქცეს.
მხოლოდ გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლით, პრევენციაში, განათლებაში და მასობრივ სპორტში ინვესტირებით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობით და სტიგმის დაძლევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უდიდესი ხიფათის დაძლევას”, – განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.

იტვირთბა....