ინტერნეტპორტალ “venture beat”-ზე Samsung Galaxy S9 და S9+ის ფოტოები გავრცელდა, რომლებიც 2018 წელს უნდა გამოვიდეს.
ახალი სმარტფონები 5,8 (S9) და 6,2 დიუმიანია (S9+) და მათი ძირითადი უპირატესობა გამოსახულების და ვიდეოს დამუშავებისთვის სააპარატო და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება იქნება. 12-მეგაპიქსელიანი კამერა super slow-motion-ის ეფექტს იძლევა, ანუ წამში 480 კადრს.
სმარტფონების პრეზენტაცია 26 თებერვალს გაიმართება, გაყიდვა კი მარტიდან დაიწყება.