ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის გამწმენდი ღონისძიებები დღეს დილიდან მიმდინარეობს.
უკვე ორი დღეა, მეწყრის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია.
დღეს სპეციალისტებმა გზაზე ჩამოტანილი ქვის ლოდები ააფეთქეს, რის შემდეგაც გზის გახსნა, სავარაუდოდ, ერთ საათში შესაძლებელი გახდება.
ორი დღის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა სატვირთო ავტომობილი დააზიანა, რომელიც სტამბოლიდან ყაზახეთის მიმართულებით მიდიოდა და სამშენებლო მასალები გადაჰქონდა.