ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

Apple-ს ერთ-ერთმა მფლობელმა ბიტკოინები გაყიდა

კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ბიტკოინები გაყიდა. როგორ მან განაცხადა დაიღალა კრიპტოვალუტის კურსის არასტაბილურობაზე ნერვიულობით. ამის შესახებ “bussines insider”-ი წერს.

ვოზნიაკის განცხადებით, მან ბიტკოინები მაშინ შეიძინა, როდესაც ვალუტის ფასი 700 დოლარი იყო. გაყიდვის გადაწყვეტილება კი გასული წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა 20 000 დოლარს მიაღწია.  ბიტკოინს ექსპერტები გაუფასურებას უწინასწარმეტყველებენ.