ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იან კელი: შეშფოთებულნი ვართ რუსეთის პარლამენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებით

საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ ვცნობთ ამ შეთანხმების ლეგიტიმურობას. ჩვენ მას, როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, რომელიც ძალების თავდაპირველი განლაგების პოზიციებისკენ გაყვანას მოითხოვს“, – აღნიშნა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იტვირთბა....