მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ News One-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს გამართავს.
„4 თებერვალს კიევში შევიკრიბებით 12 საათზე. ალბათ, ტრადიციულად გავემართებით შევჩენკოს პარკიდან, შემდეგ კი იქნება დიდი შეკრება მაიდანზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის ნაყოფიერად გამოყენებას გეგმავს და იმ ბინაში რომელიც ნაქირავები აქვს, ტელესტუდიის მსგავსი რამის გაკეთებას ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება.