საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს.
სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელსაც ოდესმე მოუგია იმპერატორის თასი, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გორგაძე გახდა მესამე ევროპელი, რომელმაც იმპერატორის თასი დაისაკუთრა.
“ტოჩინოშინმა” ჩემპიონის ტიტული ბოლოსწინა – მე-14 ტურში, იაპონელი შოჰოზანის ძლევით გაინაღდა.